მენტორები

მრავალფეროვნების სკოლა ემყარება თანატოლთაშორისი განათლების კონცეფციას. განსაკუთრებით აქტიურ კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა, განაგრძონ სწავლის და სწავლების პროცესი პროგრამის ფარგლებში, ამჯერად როგორც მენტორებმა. მენტორის როლში ისინი უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას მონაწილეებს და ეხმარებიან მათ რჩევებით მთელი სასწავლო პროცესის მანძილზე.

ამგვარი მოხალისეობრივი ჩართულობის სანაცვლოდ, მენტორებს უტარდებათ ტრეინინგები. მენტორების პროგრამაში ჩართვით ისინი აგროვებენ ცოდნასა და კვალიფიკაციას პროფესიულ ქოუჩინგსა და კონსულტირებაში. ამჟამინდელი მდგომარეობით მრავალფეროვნების სკოლას 28 კვალიფიცირებული მენტორი ჰყავს საქართველოს მასშტაბით.